თბილისში, წერეთლის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფეხით მოსიარულე და ავტომობილის მძღოლი დაშავდნენ
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, წერეთლის გამზირზე. მსუბუქი ავტომობილი ჯერ ფეხით მოსიარულე ქალს, ხოლო შემდეგ გაჩერებულ მიკროავტობუსს შეეჯახა.
ფეხით მოსიარულე ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შეჯახების შედეგად, ასევე დაშავდა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.