თბილისში, წერეთლის გამზირზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
როგორც საქართველოს პირველ არხს თვითმხილველმა განუცხადა, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
„ორივე ავტომობილი დიდი სიჩქარით მოდიოდა. ერთ მანქანაში ორი ადამიანი იჯდა, მეორეში ერთი, სამივე ადგილზე დაიღუპა“,- აცხადებს თვითმხილველი.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.