თბილისში, ვაზისუბნის პირველ მიკრორაიონში ძლიერი აფეთქების ხმა იყო.
როგორც საქართველოს პირველ არხს ვაზისუბნის მცხოვრებლებმა აცნობეს, აფეთქება, სავარაუდოდ, ბინაში ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, რასაც ხანძარი მოჰყვა.
საქართველოს პირველი არხი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც მომხდარის შესახებ ინფორმაციას აზუსტებენ.