თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს.
ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, ქალი მეზობელმა, შუახნის მამაკაცმა დაჭრა.
დაზარალებული კლინიკაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული პირი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.