თბილისში, ვაჟა-ფშაველას №99-ში სურსათის მაღაზია დააყაჩაღეს.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.