თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მაღაზია დააყაჩაღეს
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მაღაზია დააყაჩაღეს

თბილისში, ვაჟა-ფშაველას №99-ში სურსათის მაღაზია დააყაჩაღეს.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.