თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა [ფოტო]
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე.
ერთმანეთს BMW-სა და „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შემდეგ, ერთ-ერთი ავტომობილი ბორდიურზე ავარდა და სარეკლამო ბანერს დაეჯახა.
მომხდარის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ახალგაზრდა მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.