თბილისში, ტოლსტოის N4-ში სამსართულიანი შენობის ნაწილი ჩამოიშალა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა
თბილისში, ტოლსტოის N4-ში სამსართულიანი შენობის ერთი მხარე ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ოჯახები, რომელთა ბინებიც დღეს ჩამონგრეულ ნაწილში იყო განთავსებული, ადგილიდან გადასული არიან ან მერიის მიერ ქირით გაყვანილი.
ავარიულ მდგომარეობაში მყოფ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. კორპუსი მე-19 საუკუნეშია აშენებული.
ადგილზე მისული იყვნენ სამაშველო სამსახურისა და გამგეობის წარმომადგენლები.