თბილისში სპეცოპერაციის შედეგად ორი პირია დაკავებული, მათ შორის გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური 
თბილისში სპეცოპერაციის შედეგად ორი პირია დაკავებული, მათ შორის გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური 

თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად ორი პირია დაკავებული, მათ შორის საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარის დეტალებს არკვევს.

მინდია გოგოჭური მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა.