თბილისში, სომხეთის საელჩოსთან სერჟ სარგსიანის გადადგომას ზეიმობენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი არიან ძალადობის წინააღმდეგი, ითხოვდნენ დაკავებულების გათავისუფლებას და სარგსიანის გადადგომას.
მათივე თქმით, მოხარულები არიან, რომ მათი მოთხოვნები უკვე შესრულდა.
სერჟ სარგსიანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა.
თანამდებობიდან წასვლის შესახებ მან განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ის ტოვებს თანამდებობას და ამბობს, რომ სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშიანიანი მართალი იყო.