საქართველოში სომხეთის საელჩო – მადლობა საქართველოს ხელისუფლებას სომეხი ტყვეების დაბრუნების საკითხში მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის

21:10, 12.06.2021

აზერბაიჯანის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას საქართველოში სომხეთის საელჩო ეხმაურება და საქართველოს მთავრობას ძალისხმევისთვის მადლობას უხდის.

აღნიშნულის შესახებ საელჩომ სოციალურ ქსელში დაწერა.

„მადლობა საქართველოს ხელისუფლებას სომეხი ტყვეების დაბრუნების საკითხში მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის“, – წერს საელჩო.

აზერბაიჯანმა 15 სომეხი სამხედროს გათავისუფლება სომხური მხარის მიერ 97 000 ნაღმზე ინფორმაციის გაცემის სანაცვლოდ გადაწყვიტა.

მსგავსი