თბილისში, შეშელიძის ქუჩაზე მიწის მასა ჩამოიშალა
თბილისში, შეშელიძის ქუჩაზე მიწის მასა ჩამოიშალა

თბილისში, შეშელიძის ქუჩაზე მიწის მასა ჩამოიშალა. როგორც ჟურნალისტებს გლდანის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ განუცხადა, შეშელიძის ქუჩაზე აღნიშნული მონაკვეთი წლებია, პრობლემას წარმოადგენს.

„პირველი წერილი რაიკომშია დაფიქსირებული 1980 წელს, რომ ეს მონაკვეთი პრობლემური იყო. კახა კალაძის გადაწყვეტილებით, ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს 21 მილიონი ლარის ღირებულების პროექტის1 განხორციელება. ეს არის სამეტაპიანი პროექტი. შუა ნაწილში უკვე მოწყობილია დამჭერი კედელი, რომელიც იმას უზრუნველყოფს, რომ ზემოთ არსებულ 16 სართულიან კორპუსებს აღარ ემუქრება საშიშროება. მიწა სადაც ჩამოწვა, იმ ადგილზე გათვალისწინებულია 25 მეტრიანი დამცავი კედლის აშენება, რომელსაც კონტრაქტორი კომპანია განახორციელებს. ანუ, ეს არ იყო მოულოდნელი.

სწორედ იმის გამო, რომ პრობლემატური ტერიტორიაა, ქალაქის მერია 21 მილიონ ლარს ხარჯავს. სამწუხაროდ, ეს ფაქტი მოხდა, მაგრამ ჩვენი კონტრაქტორი კომპანიის მიერ გამოსწორდება. მიწის ჩამოწოლის შედეგად მსხვერპლი არ არის, რადგან სანამ სამუშაოები დაიწყებოდა, ყველანაირი უსაფრთხოების ზომა მივიღეთ. დასახლებული ადამიანები გასახლებული გვყავს და უსაფრთხოებაზე გაფრთხილებული გვყავს ყველა კომპანია, რომელიც აქ საქმიანობს“, – განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.