გლდანში, სავაჭრო ცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია

18:59, 16.08.2024

გლდანში, ვეკუას ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ „მარიამში“ ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

ცეცხლი სავაჭრო ცენტრის სახურავს გაუჩნდა.

ადგილზე მუშაობდა 15 სახანძრო სამაშველო ბრიგადა.

მსგავსი