თბილისში სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შედეგად 19 წლის ახალგაზრდა დაიღუპა
თბილისში, საცხოვრებელ სახლში 19 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შედეგად დაიღუპა.
როგორც 1Tv.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას.
უწყების ცნობით, დანიშნულია შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზები და გარდაცვალების რეალური მიზეზი ამის შემდეგ გახდება ცნობილი.