თბილისში სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შედეგად 19 წლის ახალგაზრდა დაიღუპა

18:07, 09.12.2018

თბილისში, საცხოვრებელ სახლში 19 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შედეგად დაიღუპა.

როგორც 1Tv.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას.

უწყების ცნობით, დანიშნულია შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზები და გარდაცვალების რეალური მიზეზი ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

მსგავსი