თბილისში, სანქტ-პეტერბურგის ქუჩაზე უამინდობის გამო ხე წაიქცა. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, ადგილზე შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები მუშაობენ.
უხვი ნალექის გამო, დედაქალაქში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.
ზოგიერთ უბანში ძლიერ წვიმასთან ერთად იყო სეტყვაც.