თბილისში სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ეროვნული კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაში 250-მა პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა. მათ ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და იმსჯელეს ისეთ თემებზე, როგორიცაა სკოლაში ჩაგვრა და ძალადობა.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო სტენდები, სადაც კონფერენციაში მონაწილე მასწავლებლების წლიური სასკოლო აქტივობა იყო ასახული.
დღის ბოლოს კი 35 ნომინაციაში გამარჯვებული პედაგოგები დააჯილდოვეს. კონფერენცია უკვე მე-7 წელია, იმართება და მას სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში PH International ახორციელებს.