თბილისში, სამგორის რაიონში ხანძარია.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი დემონტაჟისთვის გამზადებულ ვაგონს გაუჩნდა, რომელიც რკინიგზის ჩიხში იდგა და საწვავის გადასაზიდად გამოიყენებოდა.
უწყების ცნობით, დაშავებული არავინ არის.
ადგილზე მობილიზებულია 14 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.