ბათუმი-თბილისის მატარებელი მამაკაცს დაეჯახა. შემთხვევა თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს რკინიგზაში განუცხადეს, მოქალაქე ლიანდაგზე გადადიოდა, რა დროსაც შეჯახება მოხდა.
მომხდარის შედეგად, მამაკაცი გარდაიცვალა.
საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.