თბილისში საცხოვრებელი კორპუსის მეათე სართულიდან 45 წლამდე ქალი გადმოვარდა და გარდაიცვალა
თბილისში, პეკინის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეათე სართულიდან 45 წლამდე ქალი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ქალი სარეცხს ფენდა, რა დროსაც აივნიდან გადმოვარდა.
საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები.