თბილისში, რამდენიმე ადგილას საპოლიციო ღონისძიებების შედეგად რვა პირი დააკავეს
თბილისში, რამდენიმე ადგილას საპოლიციო ღონისძიებების შედეგად რვა პირი დააკავეს.
ერთ-ერთი ლოკაცია, სადაც სპეციალური საპოლიციო ღონისძიება ჩატარდა, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კლუბია, სადაც სამი პირი დააკავეს.
როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსმა, გრიგოლ გოგოჩაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საპოლიციო ღონისძიებები თაღლითურ სქემას უკავშირდება.
„სპეციალური საპოლიციო მოქმედება სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს. დაკავებულია რვა პირი. საპოლიციო ღონისძიებები თაღლითურ სქემას უკავშირდება. დამატებითი და დეტალური ინფორმაცია მედიისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – აღნიშნა გრიგოლ გოგოჩაშვილმა.