თბილისში, ქსნის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შეჯახების შემდეგ „ბე ემ ვეს“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მოაჯირს დაეჯახა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.