თბილისში, ქსნის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
მსუბუქი ავტომობილი ბოძს შეეჯახა, რის შედეგაც მეორე ავტომობილს დაეჯახა.
ორივე მანქანის მძღოლი მსუბუქი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.