თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედანი გადაიკეტება, სადაც საახალწლო სოფელი მოეწყობა
თბილისის მერიის ცნობით, წინასაახალწლო სამზადისის ფარგლებში, პირველი რესპუბლიკის მოედანი გადაიკეტება. მოედანზე საახალწლო სოფელი მოეწყობა.
„დედაქალაქში წინასაახალწლო სამზადისი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 15 დეკემბერს, 11:00 საათიდან პირველი რესპუბლიკის მოედანი გადაიკეტება, სადაც საახალწლო სოფელი მოეწყობა. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – აცხადებენ მერიაში.