ორბელიანის მოედანზე ხანძარი იყო, რომელიც ამ დროისთვის ლიკვიდირებულია

01:29, 06.01.2024

თბილისში, ორბელიანის მოედანზე ხანძარი იყო, რომელიც ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ცეცხლი საახალწლო სოფელში ერთ-ერთ ჯიხურს გაუჩნდა.

მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი