თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედანი გადაიკეტება, სადაც საახალწლო სოფელი მოეწყობა

01:21, 15.12.2018

თბილისის მერიის ცნობით, წინასაახალწლო სამზადისის ფარგლებში, პირველი რესპუბლიკის მოედანი გადაიკეტება. მოედანზე საახალწლო სოფელი მოეწყობა.

„დედაქალაქში წინასაახალწლო სამზადისი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 15 დეკემბერს, 11:00 საათიდან პირველი რესპუბლიკის მოედანი გადაიკეტება, სადაც საახალწლო სოფელი მოეწყობა. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – აცხადებენ მერიაში.

მსგავსი