თბილისში, პარლამენტთან ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს კარვის გაშლის უფლება არ მისცეს
თბილისში, პარლამენტთან ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს კარვის გაშლის უფლება არ მისცეს

ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე კარვის კონსტრუქციის გაშლის უფლება არ მისცეს. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე შეხლა-შემოხლა მოხდა.

როგორც ჟურნალისტებს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ ზაზა სარალიძემ განუცხადა, კონსტრუქცია, რომლის გაშლასაც აპირებდნენ, კარავი არ იქნებოდა.

„ეს იქნებოდა კონსტრუქცია, რომელშიც ქარი და სიცივე არ შედის. ხილული იქნებოდა, რა ხდება შიგნით. ბანერები, რითიც უნდა აგვეწყო, დაზიანებული და დახეულია“, – განაცხადა სარალიძემ.

აქცია პარლამენტთან კვლავ მიმდინარეობს.