თბილისში გვიან ღამით ორი პირი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით დააკავეს
თბილისში გვიან ღამით ორი პირი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით დააკავეს

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური და მასთან ერთად კიდევ ერთი პირი, გვარად რაზმაძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით არიან დაკავებულნი.

„გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 376-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს“, – განუცხადეს პირველ არხს შსს-ში.

ორი პირი, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური სამართალდამცველებმა გვიან ღამით თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე დააკავეს.