მინდია გოგოჭურს ბრალი ოფიციალურად წარედგინა
მინდია გოგოჭურს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

გიორგი მარგველაშვილის სიძეს, მინდია გოგოჭურს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შენახვას და დანაშაულის დაფარვას ედავება.

მინდია გოგოჭურის ადვოკატი გიორგი ბეგიაშვილი აცხადებს, მინდია გოგოჭურის საქმეში პოლიტიკურ სარჩულს ხედავს.

„ საქმე ისეა დამძიმებული, რომ ხვალინდელ სასამართლოს სხდომაზე მოსამართლემ გირაო არ შეუფარდოს და შეეფარდოს პატიმრობა. არ ვიცი, რა ინტერესია. უფრო პოლიტიკურ სარჩულს ვხედავ. მინდია გოგოჭური თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.  იარაღთან დაკავშირებით ჯერ მასალებს არ ვიცნობ”, – განაცხადა ადვოკატმა.

მინდია გოგოჭური სამართალდამცველებმა 5 დეკემბერს, გვიან ღამით, თბილისში სპეცოპერაციის დააკავეს. გოგოჭური დაჭრასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებულ გიორგი რაზმაძესთან ერთად იმყოფებოდა.