ნათია მეზვრიშვილი - მინდია გოგოჭური დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული
ნათია მეზვრიშვილი - მინდია გოგოჭური დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული.

მეზვრიშვილის თქმით, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავეს, მინდია გოგოჭური კი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული, რომელიც იმავე ბინაში იმყოფებოდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, ამოღებულია სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღები, რომელიც პირებმა საცხოვრებელი ბინიდან გადმოყარეს. დანიშნულია ექსპერტიზა და ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

ორი პირი, მათ შორის საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური სამართალდამცველებმა გვიან ღამით თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე დააკავეს.