თბილისში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
თბილისში, კრწანისის რაიონში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალის დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მემორიალის დაზიანება დღეს საღამოს მოხდა.
ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი მიმდინარე წლის იანვარში დაიდგა.