სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.

„9 აპრილის გმირების მიმართ პატივისცემა არ გამოიხატება მხოლოდ ტიტების მიტანით და აქ მოსვლით, არამედ გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ პატივს ვცემთ 9 აპრილის სულისკვეთებას. ეს არის ერთიანობა, სიდინჯე დამოუკიდებლობის მიმართ, ბოლომდე შეგნება, რას მიშნავს ეს. ამიტომ გთხოვთ, სიდინჯით პატივი ვცეთ ამ დღეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.