თბილისში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
თბილისში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

თბილისში, კრწანისის რაიონში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალის დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მემორიალის დაზიანება დღეს საღამოს მოხდა.

ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი მიმდინარე წლის იანვარში დაიდგა.

დატოვე კომენტარი