თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
მამაკაცს ჭრილობა მკლავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-ტარებას გულისხმობს.
მათივე ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.