თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე 25 წლამდე მამაკაცი დაჭრეს.
ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, დაჭრა ბასრი საგნით, წინასწარ განზრახვით მოხდა.
დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზე დააკავა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.