თბილისში ნიკოლოზ რაჭველის ნაწარმოების „ვერცხლისფერი მზე“ პრემიერა გაიმართება
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში კომპოზიტორ ნიკოლოზ რაჭველის ახალი ნაწარმოების „ვერცხლისფერი მზე“ პრემიერა 15 მაისს გაიმართება.
ნაწარმოებს პირველად საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი შეასრულებს.
ნიკოლოზ რაჭველის „ვერცხლისფერი მზის“ პრემიერა ჰამბურგის საკონცერტო დარბაზში Elbphilharmonie 2018 წლის 2 აპრილს გაიმართა.
პროგრამაში ასევე იგორ სტრავინსკის ბალეტი „კურთხეული გაზაფხული“. სტრავინსკის ბალეტი გასული საუკუნის დასაწყისში შეიქმნა. პრემიერა 1913 წლის 29 მაისს პარიზში გაიმართა.
ორკესტრს ახალგაზრდა დირიჟორი კახი სოლომნიშვილი უდირიჟორებს.
კონცერტი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.