თბილისში, ნავთლუღის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 100 კვ.მ ფართი.
ადგილზე მუშაობს სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
მოსკოვის გამზირზე, კერამიკის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეზოში ცეცხლი საბურავებსა და პენოპლასტს გაუჩნდა.
ფოტო: გიორგი ქასრაშვილი