თბილისში, ნავთლუღის ქუჩაზე ხანძრისას ქალი დაიღუპა
თბილისში, ნავთლუღის ქუჩაზე ხანძრისას ქალი დაიღუპა

თბილისში, ნავთლუღის ქუჩაზე ხანძარს 66 წლის ქალი ემსხვერპლა. გარდაცვლილი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა.

ძლიერი კვამლის გამო, საჭირო გახდა საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებთა ევაკუაცია.

მეხანძრე-მაშველებმა ხუთი ადამიანი, მათ შორის, სამი მცირეწლოვანი ბავშვი უვნებლად გამოიყვანეს.

დამწვარია 60 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი.

ადგილზე მობილიზებულია შვიდი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამსახური.

მეხანძრე-მაშველები ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ.