თბილისში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიური ფორუმი გაიმართება
თბილისში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიური ფორუმი გაიმართება

30 აპრილიდან პირველი მაისის ჩათვლით, თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიური ფორუმი გაიმართება.

ფორუმი საქართველოში მესამედ იმართება და სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციაზე მსჯელობის პლატფორმას წარმოადგენს.

ღონისძიების მიზანი სახალხო დიპლომატიის ექსპერტთა ქსელის გაფართოების ხელშეწყობა, ინფორმაციის გამოცდილების გაზიარება და ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ერთად საერთო სტრატეგიისა და მიდგომების შემუშავებაა.

ფორუმში მონაწილეობას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ.