გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა
გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვეს მიტჩელს, რომელიც საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს.

ვეს მიტჩელი მონაწილეობას მიიღებს სახალხო დიპლომატიის ფორუმში, რომელიც თბილისში ხვალ გაიმართება.