თბილისში მზის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა — #1tvმეცნიერება
თბილისში მზის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა — #1tvმეცნიერება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის, „ჩვენი პლანეტარული სისტემის ვარსკვლავი“ პრემიერა გაიმართა.

ფილმის ავტორია ნინო ჩხეიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თეორიული ასტროფიზიკის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ ის პირველი ქართულენოვანი სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმია საქართველოში მიმდინარე კოსმოსური კვლევების შესახებ.

ფილმი გადაღებულია მეცნიერების პოპულარიზაციის ხელმშემწყობი საგრანტო პროგრამის ფარგლებში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ფილმის პირველი ნაწილი ეძღვნება მზის კვლევებს და მოგვითხრობს ქართველი ასტროფიზიკოსების განსაკუთრებული აღმოჩენებისა და მიღწევების შესახებ.

ფილმის ავტორის, ნინო ჩხეიძის განცხადებით, უკვე დასრულების პროცესშია დოკუმენტური ფილმის მეორე ეპიზოდიც, რომელიც ეძღვნება მკვდარი ვარსკვლავების, ე. წ. პულსარების საქართველოში მიმდინარე კვლევებს და მოგვითხრობს ამ ობიექტების გამოსხივების ქართული მოდელის შესახებ.

ფილმი მალე გახდება ხელმისაწვდომი ონლაინ, უნივერსიტეტის იუთუბარხზე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ დოკუმენტური ფილმის „კოსმოსური კვლევების“ სერიების გადაღება გაგრძელდება და მოიცავს საქართველოში მოქმედ ასტროფიზიკის კვლევით ყველა სფეროს.