თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავარია მოხდა. ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფია მობილიზებული.