თბილისში, მეტროსადგურ „დელისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.
დაჭრილი ახალგაზრდა ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (რესპუბლიკური საავადმყოფო) გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით, 19-108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.