დღეიდან თბილისში მეტრო 06:00 საათიდან 23:00 საათამდე იმუშავებს
დღეიდან თბილისში მეტრო 06:00 საათიდან 23:00 საათამდე იმუშავებს

დღეიდან, თბილისის მეტროპოლიტენი 06:00 საათიდან 23:00 საათამდე იმუშავებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლის, თამაზ რობაქიძის განცხადებით, მეტროში ელექტროგაყვანილობის თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაა და კაბელების ჩანაცვლებაა საჭირო.

მისივე თქმით, მსგავსი მასშტაბური პროექტი თბილისის მეტროში ჯერ არ განხორციელებულა.

„2019 წლის პირველი ივლისიდან 2020 წლის პირველ ივლისამდე თბილისის მეტრო იმუშავებს 06:00-დან 23:00 საათამდე. აღნიშნული პროექტი არის ძალიან მასშტაბური და ძალიან მნიშვნელოვანი თბილისის მეტროს უსაფრთხოებისთვის. პროექტის ფარგლებში მოხდება 450 კმ. ელექტროსადენის გამოცვლა, ასევე მთლიანად იცვლება სავენტილაციო სისტემა. მსგავსი პროექტი თბილისის მეტროში არ განხორციელებულა“, – განაცხადა თამაზ რობაქიძემ.

მეტროპოლიტენის ახალ განრიგთან დაკავშირებით განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ 5 მაისს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.