თბილისში მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის ფორუმი Welcome Challenge იმართება
თბილისში მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმი Welcome Challenge იმართება.
ღონისძიების მიზანია, ინოვაციებით გამორჩეული სტარტაპებისთვის საერთაშორისო ფორუმი შეიქმნას, სადაც მასშტაბური პროექტები გამოვლინდება.
ფორუმის მთავარი სპიკერი Expedia-ს დამფუძნებელი, Virgin Group-ის მეწილე, აშშ-ს სატელევიზიო ვარსკვლავი და მწერალი რიჩარდ ბანგსია.
სპიკერებს შორის არიან National Geographic Traveler-ის დამფუძნებელი დაუნ დრიუ, რომელიც გამოცემის მთავარი რედაქტორი იყო, ასევე Booking.com-ის და TripAdvisor-ის მენეჯერები. ღონისძიებას დაესწრებიან ასობით მილიონი პორტფოლიოს მქონე ამერიკელი, იაპონელი და ევროპელი გამოცდილი ინვესტორები, ფონდების წარმომადგენლები და იურისტები. ღონისძიება პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება და საქართველო პირველად მასპინძლობს.
ფორუმზე სტუმარ-მასპინძლობის სფეროში მსოფლიოს საუკეთესო 20-25 სტარტაპი იქნება წარმოდგენილი. გამარჯვებულს საერთაშორისო ჟიური გამოავლენს, რომელიც ქართველი, ამერიკელი, ესტონელი და დანიელი მონაწილეებისგან შედგება.