თბილისში მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის ფორუმი Welcome Challenge იმართება

12:31, 24.10.2018

თბილისში მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმი Welcome Challenge იმართება.

ღონისძიების მიზანია, ინოვაციებით გამორჩეული სტარტაპებისთვის საერთაშორისო ფორუმი შეიქმნას, სადაც მასშტაბური პროექტები გამოვლინდება.

ფორუმის მთავარი სპიკერი Expedia-ს დამფუძნებელი, Virgin Group-ის მეწილე, აშშ-ს სატელევიზიო ვარსკვლავი და მწერალი რიჩარდ ბანგსია.

სპიკერებს შორის არიან National Geographic Traveler-ის დამფუძნებელი დაუნ დრიუ, რომელიც გამოცემის მთავარი რედაქტორი იყო, ასევე Booking.com-ის და TripAdvisor-ის მენეჯერები. ღონისძიებას დაესწრებიან ასობით მილიონი პორტფოლიოს მქონე ამერიკელი, იაპონელი და ევროპელი გამოცდილი ინვესტორები, ფონდების წარმომადგენლები და იურისტები. ღონისძიება პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება და საქართველო პირველად მასპინძლობს.

ფორუმზე სტუმარ-მასპინძლობის სფეროში მსოფლიოს საუკეთესო 20-25 სტარტაპი იქნება წარმოდგენილი. გამარჯვებულს საერთაშორისო ჟიური გამოავლენს, რომელიც ქართველი, ამერიკელი, ესტონელი და დანიელი მონაწილეებისგან შედგება.

მსგავსი