თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე ავტოავარიისას ორი ადამიანი დაშავდა
თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე ავტოავარიისას ორი ადამიანი დაშავდა

თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, შემთხვევისას სამი მანქანა დაზიანდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.