თბილისში, მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფეხით მოსიარულე დაიღუპა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.
შუახნის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
ავტომობილის მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია.
როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო.