თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მაღაზია „სპარის“ თანამშრომელი დაჭრეს.
დაჭრილი მამაკაცი ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.