თბილისში, კოსტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, კოსტავას გამზირზე.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.